ჩვენ ვართ კომპანია Farmasi Georgia -ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში :
FARMASI - ს შესახებ FARMASI არის საერთაშორისო ლიდერი ქსელური MLM(Multi Level Marketing სისტემა) გაყიდვების ინდუსტრიაში DR. C. TUNA-ს სამკურნალო ხაზით, დეკორატიული კოსმეტიკის, კანის მოვლის, პირადი და ჰიგიენური საშუალებების, ბიო-საოჯახო საშუალებების და საკვები დანამატების წარმოების სფეროში. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ ცნობილი ჩვენი ერთგულებით სუფთა და უსაფრთხო სილამაზის სტანდარტებისადმი. უაღრესად კონკურენტუნარიანი კომპენსაციის გეგმით, FARMASI გთავაზობთ უნიკალურ ბიზნეს შესაძლებლობას, სადაც ახალბედა მიზანდასახულ ადამიანებს შეუძლიათ შეუერთდნენ ჩვენს ოთხ მილიონზე მეტ Beauty Influencers-ის(წარმომადგენლის) საზოგადოებას მთელ მსოფლიოში და გაყიდონ პროდუქტები მზარდი შემოსავლის მისაღებად.
დღეს უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში FARMASI არის პირდაპირი გაყიდვების ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია და აგრძელებს გლობალური აღიარების მოპოვებას. DR. C. TUNA-ს სამკურნალო, დეკორატიული კოსმეტიკის, კანის მოვლის, პირადი და ჰიგიენური საშუალებების, ბიო-საოჯახო საშუალებების და Nutriplus საკვები დანამატების წარმოების ხაზით FARMASI მალე ქარიშხალივით მოედება მთელ სამყაროს.
კომპანიის დამაარსებელია ბაატონი DR.C. Tuna, მან გერმანიაში გოეთეს უნივერსიტეტში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 1950-იანი წლების დასაწყისში დააარსა კომპანია, იმ დროისთვის ექიმმა ჯევდეთ ტუნამ ხველის სიროფების, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და სამასაჟე კრემების წარმოება დაიწყო. ამჟამად კომპანია აწარმოებს 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან. FARMASI ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 125 ქვეყანაში 5 კონტინენტზე. მსოფლიოს მასშტაბით მას ჰყავს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი და აქვს 50000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტი. 2010 წლიდან FARMASI-მა შეცვალა გაყიდვის გზა და შექმნა საკუთარი Multi Level Marketing სისტემა, რომელიც ეფუძნება თურქულ ბიზნეს გამოცდილებას. ეს ნაბიჯი გახდა FARMASI-ს პროდუქციის გაყიდვის დინამიური დასაწყისი. ამჟამად FARMASI-ს პროდუქციის გაყიდვები ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. FARMASI წარმოებისთვის იყენებს უახლეს გლობალურ ტენდენციებს და ნანო ტექნოლოგიებს საკუთარ ქარხნებში და ავითარებს ახალ პროდუქტებს საკუთარ ლაბორატორიებში.
პუბლიკაციის თარიღი: 7 ივნისი 2026 წელი
მისია, ხედვა და ღირებულებები
FARMASI-ში ჩვენ ვაფასებთ სილამაზეს და ინდივიდუალობას. ჩვენ ვცვლით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისაკენ, არა მხოლოდ საიმედო, უსაფრთხო ბუნებრივი ინგრედიენტების დადასტურებული სარგებლით, არამედ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას მიაღწიონ უსტად იმხელა წარმატებას, რამხელაზეც მათ ოცნება შეუძლიათ.
როგორც ოჯახი, ჩვენ მიზნად ვისახავთ ვიყოთ მსოფლიოში #1 ქსელური გაყიდვების კოსმეტიკური კომპანია 2025 წლისთვის. გვჯერა დიდ წარმატებას მივაღწევთ ჩვენი პროდუქციის აღიარებული ხარისხის შენარჩუნებით და ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის, ბატონი დოქტორ ჯ. ტუნას მიერ დამკვიდრებული პრინციპების(„ოქროს წესები“) ერთგულად და პატიოსნად გაგრძელებით.
როგორც კომპანიას, ჩვენ გვჯერა 5 დიდი ძალის: სილამაზის, თვითგამოხატვის, მიზნის მიღწევის, პატიოსნების და შესაძლებლობების გაძლიერების.
ჭეშმარიტი სილამაზე იბადება შიგნიდან გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვაფასებთ ყველა ჩრდილს და ყველა ფორმას, არამედ ვითვალისწინებთ ყველა კულტურას და ყველა ფონს.
ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ პროდუქტებს, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ლამაზად გამოიყურებოდნენ, არამედ გაძლევთ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს, გახდეთ თქვენი თავის ყველაზე საუკეთესო ვერსია.
ჩვენ გვწამს, რამდენადაც ძლიერად სჯერა ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების, იმდენად ძლიერად შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. ჩვენს კომპანიაში ყველას შეუძლია მიაღწიოს ისეთ წარმატებას, როგორზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდა და არ აქვს მნიშვნელობა სად არის ან საიდან მოდის.
ჩვენ ვინარჩუნებთ პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენი პროდუქტების წარმოებისას მუდმივად ვნერგავთ ინოვაციებს, რათა ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები თავიანთი მოთხოვნილებების უმაღლეს დონეზე დასაკმაყოფილებლად. ჩვენ არასდროს ვტესტავთ პროდუქციას ცხოველებზე და არასდროს ვზოგავთ ხარისხზე. ჩვენ ვექცევით ჩვენს მომხმარებლებს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველას აქვს უნარი გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები. ჩვენ ვქმნით ლიდერებს, ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ აქვთ უნარი შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი საზოგადოება, არამედ შესწევთ ძალა შეცვალონ სამყარო.
FARMASI-ის არჩევა ნიშნავს საუკეთესო არჩევანის გაკეთებას თქვენი კანის, თქვენი სხეულისა და თქვენი ოჯახისთვის - კანის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებებიდან დაწყებული საკვები დანამატებით და სახლის მოვლის ბიო-საშუალებებით დამთავრებული, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ FARMASI-ის პროდუქტები დამზადებულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დამფუძნებლის, დოქტორ ჯევდეტ ტუნას ღირებულებების მიმართ: ბუნება, ავთენტურობა, ხარისხი და სანდოობა.
იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ ევროპულ სტანდარტებს, ჩვენი პროდუქცია ბუნებრივია აკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტებს. ეს ნიშნავს:
კოსმეტიკური ინგრედიენტების უსაფრთხოება
ჩვენს ფორმულებში გამოყენებული ქიმიკატების რეგისტრაცია, შეფასება, ავტორიზაცია და შეზღუდვა.
მკაფიო და ავთენტური ეტიკეტირება და შეფუთვა.
ნამდვილი და დადასტურებული პრეტენზიები(განაცხადები) ეფექტურობის შესახებ.
ჩვენი ყოველი პრეტენზია(განაცხადი) შემოწმებული და დამოწმებულია(სერტიფიცირებულია), შესაბამისად გთავაზობთ მხოლოდ საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ პროდუქტებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ინგრედიენტების ეფექტურობას ჩვენს ლაბორატორიებში ჩატარებული ტესტებით, ტესტირების ყველაზე მოწინავე მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ამ პროცესს სამომხმარებლო ტესტებით, კლინიკური კვლევებით და დერმატოლოგიურ-ოფთალმოლოგიური ტესტებით.
ჩვენი კანის მოვლის პროდუქტები იწარმოება კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP) სერტიფიცირებულ ობიექტებში. Good Manufacturing Practices (GMP) სერთიფიკატები უზრუნველყოფს, რომ წარმოების პროცესები და აღჭურვილობა სათანადოდ იყოს შემუშავებული და კონტროლირებადი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი პროდუქცია დამზადებულია მკაცრი ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის პროცედურების შესაბამისად, მაღალი ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
ნამდვილი სილამაზე იქმნება შიგნიდან გარეთ. ჩვენი დიეტური საკვები დანამატები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და ეფექტური მოხმარება. ჩვენი Nutriplus-ის პროდუქტები არ შეიცავს გმო/სოიოს/რძეს/მძიმე მეტალებს ასევე არ შეიცავს ხელოვნურ არომატებს ან ფერებს.(საღებავებს)
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ფორმულები გლუტენის გარეშე და შეიძინოთ პროდუქტები თავდაჯერებულად.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ფორმულები, რომლებიც შექმნილია ცხოველური დანამატების გარეშე.
ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ფორმულები სურნელის(პარფიუმის) გარეშე.
TBC : GE38TB7356845064300043 BOG : GE78BG0000000533375634
სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-19:00 შაბათი : 10:00 - 15:00 შესვენება: 14:00 - 15:00 - მდე კვირა : დასვენება
მოხმარების პირობები
შპს ფარმასი ჯორჯია ის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს განსაკუთრებული ხარისხის პროდუქცია და საუკეთესო სერვისი. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ ორგანიზებულ გაყიდვების სისტემაში ჩართული ერთგული წევრების მეშვეობით. საერთო წარმატების მისაღწევად, კომპანია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს თავის წარმომადგენლებს, რათა კომპანიის პროდუცქია მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს. თუ გსურთ კომპანიაში დარეგისტრირება, როგორც წარმომადგენელს, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:
უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე; უნდა იყოთ საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო პირი; გქონდეთ მონიჭებული საქართველოს საგადასახადო სამსახურის მიერ გაცემული გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი; შეავსოთ და წარადგინოთ სააპლიკაციო ფორმა (ელექტრონული ან ბეჭდური); არ უნდა იყოთ კომპანიის თანამშრომელი; წარმომადგენლად დასარეგისტრირებლად თქვენი განაცხადი უნდა შეივსოს კომპანიის ვებ-გვერდზე: http://farmasigeorgia.com.ge/ ხელშეკრულებაზე თქვენი თანხმობა მოხდება „ელექტრონული ხელმოწერის“ საშუალებით, რაც გამოიხატება სააპლიკაციო განაცხადის შევსების შემდეგ თანხმობის შესაბამისი ღილაკის მონიშვნაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სააპლიკაციო ფორმაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად თქვენი, როგორც წარმომადგენლის სტატუსის შეწყვეტაც.
თქვენსა და კომპანიას შორის ხელშეკრულებაში გაწერილი დებულებები და პირობები, აგრეთვე მათში მითითებული ნებისმიერი დოუმენტ(ებ)ი წეს(ებ)ი, განსაზღვრავენ ფარმასი ბეაუტი ჯორჯია - ს წარმომადგენლების წესებს, პრინციპებს, უფლებებს და ვალდებულებებს, და თუ თქვენ იღებთ მათ, შეადგენენ ხელშეკრულებას "ფარმასი ბეაუტი ჯორჯიას", რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზ., N 51 , ს/კოდი (შემდგომში შეიძლება მოხსენიებულ იქნას, როგორც: “ფარმასი”, “ჩვენ”, „კომპანია“) და თქვენს (შემდგომში “თქვენ”, “წარმომადგენელი”) შორის. ჩვენ გთავაზობთ, ამობეჭდოთ ან შეინახოთ ხელშეკრულების წესები და პირობები. ჩვენ, ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე წესებში. წესებში ცვლილებების განხორციელების შესახებ, თქვენ ინფორმირებულნი იქნებით შემდეგი წყაროების საშუალებით:
კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვენება; ელექტრონული ფოსტით შეტყობინება; კომპანიის მიერ წერილობითი შეტყობინების გამოგზავნა ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კომუნიკაცია. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ხელშეკრულების შესაბამისი მუხლები. ნებისმიერი ასეთი სახის ცვლილებების თაობაზე, თქვენი ინფორმირებულობის დონის შესახებ, პასუხისმგებლობა, გეკისრებათ თქვენ.
პუბლიკაციის თარიღი: 7 ივნისი 2026 წელი.
მიწოდება & დაბრუნება
შეკვეთის დადასტურებისთანავე ინვოისი სმს-ის სახით მოგდით რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე, გახსენით ლინკი დეტალური ინფორმაციის სანახავად. ინვოისზე მითითებულია თქვენი შეკვეთის საფასური კატალოგის ფასებით, ფასდაკლება, სარგებელი და მომსახურების საკომისიო, ასევე საბანკო რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მითითებულ ანგარიშებზე:
TBC: GE38TB7356845064300043
BOG: GE78BG0000000533375634
იმ შემთხვევაში თუ თანხას რიცხავთ სხვა პიროვნების ბარათით, დანიშნულების გრაფაში მიუთითეთ იმ ადამიანის პირადი ნომერი ვის სახელზეც გაქვთ შეკვეთა განთავსებული.
თანხის გადახდა შესაძლებელია pay აპარატებიდანაც. აპარატზე აირჩიეთ განყოფილება „სხვადასხვა“ , მოძებნეთ ფარმასი ჯორჯია და შეასრულეთ გადარიცხვა.
ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია TBC და BOG ბანკების საიტიდან:
https://bogpay.ge/ka
https://tbcpay.ge/
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი და გადასახდელი თანხა.
შეკვეთის თბილისის საწყობიდან გატანის შემთხვევაში თავისუფლდებით მომსახურების საკომისიოს გადახდისგან. გაითვალისწინეთ, ადგილზე ანგარიშსწორება არ ხდება, ასევე ოფისი მუშაობს ყოველ დღე 10 - დან 19 საათამდე, შესვენება 14 - დან 15 საათამდე. შაბათს 10 - დან 15 საათამდე შესვენების გარეშე. კვირა დასვენების დღეა.
თუ შეკვეთა განათავსებულია თქვენს სახელზე, მაგრამ თანხა ჩარიცხა სხვა პიროვნებამ და სპეციალურ(„დანიშნულება“-ის) გრაფაში არ მიუთითა თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი ამ შემთხვევაში შეკვეთა რომ გამოგეგზავნოთ თანხის გადატანის მოთხოვნით უნდა მოიწეროთ მეილზე support.beauty.tb@gmail.com
თუ შეკვეთის გამოგზავნისას გადახდის მეთოდში მითითებული გაქვთ საბანკო გადარიცხვა და შეკვეთის განთავსებიდან სამ სამუშაო დღეში თანხა არ ჩაირიცხება კომპანიის ანგარიშზე შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება.
თუ გამოგზავნილ შეკვეთაში გსურთ ცვლილების განხორციელება(პროდუქტის დამატება ან მოკლება) მოგვწერეთ მეილზე: support.beauty.tb@gmail.com ან მოიწერებით ფეისბუკზე farmasi Beauty & Georgia - ში ჩვენ გიუქმებთ შეკვეთას და თქვენ აგზავნით თავიდან, ვინაიდან ჩვენ თქვენს ინვოისში ვერ ვახორციელებთ ცვლილებას.
შეკვეთის დამუშავების შემდეგ თუ თქვენს ინვოისში არის ისეთი პროდუქტი, რომელიც საწყობში იმ დროისთვის არ აღმოჩნდა, ოპერატორი გირეკავთ, თქვენი შეკვეთა გადააქვს „დაუსრულებელი“-ში, თქვენ ახდენთ კორექტირებას სასურველი პროდუქტით და აგზავნით შეკვეთას. ამის შემდეგ თქვენი შეკვეთა შედის საწყობში და მზადდება, გამზადებული შეკვეთა გადაეცემა ფოსტას (ONWAY, საქართველოს ფოსტა) და კურიერი შეკვეთას ჩაგაბარებთ სამი სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ ამ პერიოდში ყურადღებით იყოთ ტელეფონთან, კურიერი წინასწარ დაგირეკავთ. დაზიანებული ყუთის შემთხვევაში არ ჩაიბაროთ გზავნილი.
FARMASI BEAUTY & GEORGIA გზავნის მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქში და სოფელში, ასევე საზღვარგარეთ:
# ქვეყანა წონა (კგ) ტარიფი ლ. 1 საბერძნეთი 1 6.00 2 ესპანეთი 1 11.10 3 იტალია 1 8.10 4 საფრანგეთი 1 15.00. 5 გერმანია 5 78.00 6 შვეიცარია 1 15.60 7 ავსტრია 1 78.00 8 ჩეხეთის რესპ. 1 14.10 9 ბელგია 5 78.00 10 ჰოლანდია 5 78.00 11 სლოვაკეთი 1 15.60 12 სომხეთი 1 8.00 13 ინგლისი 1 17.00 14 პოლონეთი. 1 14.00
შეკვეთაში დაკლებული ან მიწოდების დროს დაზიანებული პროდუქტის შემთხვევაში გვწერთ ელ.ფოსტაზე support.beauty.tb@gmail.com ან მიწერთ ფეისბუკზე farmasi beauty georgia -ში, შეკვეთის გამზადების პროცესი გადამოწმდება ვიდეოკამერაში და დადასტურების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს დაკლებული ან მიწოდების დროს დაზიანებული პროდუქტის თქვენთვის მოწოდებას.(დაკლებული ან დაზიანებული პროდუქტი შეგიძლიათ შეცვალოთ თბილისის ოფისში, რეგიონების შემთხვევაში მოითხოვეთ შემდეგ შეკვეთაში ჩამატება)
თუ შეკვეთილი პროდუქტის კოდი და დასახელება ემთხვევა, მაგრამ ფერი არ არის აბსოლუტურად იდენტური ასეთ შემთხვევაში პროდუქტის შეცვლა არ ხდება.
თუ შეკვეთა დაადასტურეთ, თანხა ჩარიცხული გაქვთ და რაღაც მიზეზით გსურთ შეკვეთის გაუქმება, გაუქმებული შეკვეთის თანხა დარჩება თქვენს პროფილზე და საშუალება გექნებათ გამოიყენოთ სასურველ დროს შეკვეთის თავიდან განსათავსებლად, ან თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის ტექსტი უნდა მოიწეროთ მეილზე support.beauty.tb@gmail.com 3-5 სამუშაო დღეში თანხა დაგიბრუნდებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა.
თუ შეკვეთა დაადასტურეთ, თანხა ჩარიცხული გაქვთ და რაღაც მიზეზით გსურთ შეკვეთის გაუქმება, მაგრამ შეკვეთა ოფისის საწყობიდან უკვე გამოგზავნილია გაუქმებული შეკვეთის თანხა დარჩება თქვენს პროფილზე(გარდა შეუსრულებელი საკურიერო მომსახურების და გზავნილის უკან დაბრუნების ჯარიმისა) და საშუალება გექნებათ გამოიყენოთ სასურველ დროს შეკვეთის თავიდან განსათავსებლად, ან თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის ტექსტი უნდა მოიწეროთ მეილზე support.beauty.tb@gmail.com 3-5 სამუშაო დღეში თანხა დაგიბრუნდებათ იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა.
ასეთ სამუშაო პირობებს გპირდებათ კომპანია FARMASI BEAUTY & GEORGIA